ირაკლი კობახიძემ დონალდ ტრამპს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სოციალურ ქსელ X-ში დონალდ ტრამპს გამარჯვება მიულოცა და იმედი გამოთქვა, რომ მისი ლიდერობით ქართულ-ამერიკული ურთიერთობები გადაიტვირთება.
„პრეზიდენტ ტრამპს ვულოცავ არჩევნებში დამაჯერებელ გამარჯვებას! დარწმუნებული ვარ, რომ დონალდ ტრამპის ლიდერობა ხელს შეუწყობს გლობალურ და რეგიონულ მშვიდობას და უზრუნველყოფს აშშ-საქართველოს ურთიერთობების გადატვირთვას!“, – დაწერა კობახიძემ.
აშშ-ში 5 ნოემბერს საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართა. Fox News-ის წინასწარი მონაცემებით, ტრამპმა ამომრჩეველთა კოლეგიის 277 ხმა მიიღო, რაც საკმარისია, რომ ის არჩეულ პრეზიდენტად გამოცხადდეს. მისმა კონკურენტმა „დემოკრატიული“ პარტიიდან კამალა ჰარისმა ამომრჩეველთა კოლეგიის 226 ხმა მიიღო.
![პატრიარქის ქადაგება ვლაქერნობაზე [სრულად]](/_next/image?url=https%3A%2F%2Fapi.stv.ge%2Fuploads%2F2026%2F07%2Fimg_5190-1784152507417.jpeg&w=3840&q=75)





