სალომე ზურაბიშვილი სამეგრელოში იმყოფებოდა მისი ვიზიტის შესახებ მედია პრესსამსახურს არ დაუუწყებია. ზურაბიშვილი საზოგადოებასთან 5 ნოემბერს საცხენოსნო შეჯიბრზე გამჩნდა, თუმცა ვიზიტის შესახებ კომენტარი არ გაუკეთებია. პრეზიდნეტს მის ვიზიტზე არც სოციალურ ქსელში დაუწერია. ჩვენ შევეცადეთ გაგვეგო სად იმყოფებოდა სამეგრელოში ვიზიტის ფარგლებში პრეზიდენტი ზურაბიშვილი.
პრეზიდენტი ანაკლიაში მდებარე სასტუმროში ადმინისტრაციის თანამშრომლებთან ერთად განთავსდა. ის იმავე დღეს, 4 ნოემბერს სოფელ ინგირში რესტორან „კოლხეთის სამეფოს“ სტუმრობდა. პრეზიდენტი 5 ნოემბერს დოღს დაესწრო, დღის მეორე ნახევარში კი სალომე ზურაბიშვილი ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ ოცინდალეს მონასტერში იმყოფეობა, ოცინდალეს შემდეგ ზურაბიშვიულმა რესტორან „კოჩანაში“ ივახშმა. პრეზიდენტი 6 ნოემბერს ხარების სახელობის ტაძარში იმყოფებოდა და მის მიმდებარედ მოწყობილი საჯინობო დაათვალიერა.



