STV
ახალი ამბები კომენტარი კონფლიქტი პოლიტიკა რეგიონი

ირაკლი ჩიქოვანი: ოკუპაციის ყოველდღიურმა სიმძიმემ შეიწირა უდანაშაულო ადამიანის სიცოცხლე

უმძიმესი და შემზარავია, ის რაც სოფელ კირბალთან მოხდა – ასე ეხმაურება ქართული ოცნების ერთ-ერთი ლიდერი და ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი ჩიქოვანი სოფელ კარბალში რუსი ოკუპანტების მიერ საქართველოს მოქალაქის მკვლელობის ფაქტს.

„რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა საქართველოს მშვიდობიანი მოქალაქე მოკლეს. პირველ რიგში ვუსამძიმრებ თამაზ გინტურის ოჯახს, ახლობლებსა და მეგობრებს.

არსებულმა რთულმა უსაფრთხოების გარემომ და ოკუპაციის ყოველდღიურმა სიმძიმემ შეიწირა უდანაშაულო ადამიანის სიცოცხლე. მსგავს ფაქტს შეეწირა ზუგდიდში, სოფელ ხურჩასთან გიგა ოთხოზორიას სიცოცხლეც. ჩვენ სამწუხაროდ გვიწევს ოკუპაციის უმძიმეს ტვირთთან ბრძოლა, რომელიც ტერიტორიების დროებით ოკუპაციასთან ერთად უხეშად არღვევს ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს.

საქართველოს მთავრობა ყველა ზომას იღებს დამნაშავის დასასჯელად. მოვუწოდებთ საერთაშორისო პარტნიორებს, შეაფასონ მომხდარი ფაქტი და მოახდინონ ზეწოლა საოკუპაციო რეჟიმზე დამნაშავის დასასჯელად“ – ნათქვამია ირაკლი ჩიქოვანის მიერ ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები

ჯვარში მრავალბინიან კორპუსში ხანძარი გაჩნდა

რედაქტორი

ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართება

რედაქტორი

მგალობლიშვილი: ოკუპირებულ ტერიტორიაზე ჩატარებული ვერანაირი ე.წ. არჩევნები ვერ იქნება სამართლიანი

რედაქტორი

დატოვე კომენტარი