ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტის პრესსამსახური „აგარაკების კანონპროექტის“ შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. ე.წ. პარლამენტი არსებული პროტესტის ფონზე „კანონპროექტს“ უკან გაიწვევს.
„ხანგრძლივი კონსულტაციებისა და აქტიური შიდა „საპარლამენტო“ დიალოგის შედეგად, საზოგადოებრივი აზრის, პირველ რიგში, უხუცესთა საბჭოს, აფხაზეთის ხალხის „სამამულო ომის გმირების“, სამეცნიერო საზოგადოების, ინტელიგენციის და სხვა დაინტერესებული მოქალაქეების გათვალისწინებით. დაძაბულობის განმუხტვისა და სტაბილურობის შენარჩუნების მიზნით, „აფხაზეთის რესპუბლიკის ოჩამჩირის, ტყუაჩალისა და გალის რეგიონების სოციალურ-ეკონომიკური განვითარების დონის გაუმჯობესების ღონისძიებების შესახებ“ კანონპროექტის განხილვის თაობაზე, კანონპროექტის ინიციატორები მიიღო გადაწყვეტილება შემოტანილი კანონპროექტის განხილვიდან მოხსნა და მასზე საკანონმდებლო პროცესის შემდგომი შეწყვეტა.
სახალხო კრების – აფხაზეთის რესპუბლიკის პარლამენტის დეპუტატები მადლობას უხდიან კოლეგებს – კანონპროექტის ინიციატორებს რთული სიტუაციის გადაწყვეტის პასუხისმგებლობით მიდგომისთვის.
დეპუტატები მადლობას უხდიან აფხაზეთის მოსახლეობას აქტიური სამოქალაქო პოზიციისთვის და შეახსენებენ მათ ჩვენს ქვეყანაში ჰარმონიისა და სტაბილურობის შენარჩუნების მნიშვნელობას“ – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
ოკუპირებულ აფხაზეთში ბოლო დღეების განმავლობაში საპროტესტო აქციები სხვადასხვა ქალაქებში მიმდინარეობდა, მიზეზი ეწ. აპარტამენტების კანონი იყო, რომელიც რუსეთის მოალაქეებისთვის აფხაზეთის აღმოსავლეთ ნაწილში სანაპირო ზოლზე აპარტამენტების მშენებლობის ნებართვას გულისხმობდა. გავრცელებული ინფოპრმაციით საუბარი იყო 100 000 რუსეთის მოქალაქის ჩამოსახლებაზე.
ე.წ. კანონპროექტის ,,აპარტ-ოტელებისა და აპარტამენტების სამართლებრივი მდგომარეობის მოწესრიგების შესახებ” ინიციატორი აფხაზეთის თვითაღიარებული პრეზიდეტი ასლან ბჟანია იყო.
ამავე თემაზე: