ძლიერმა ქარმა ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში პრობლემები შექმნა.
წაქცეულია ხეები, მოსახლეობის საცხოვრებელ სახლებს მთლიანად და ნაწილობრივ გადახდილი აქვს სახურავი. ქარმა დააზიანა ასევე მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული და მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის სახურავი.
დაზიანებულია ელექტრო გადამცემი ბოძები და სადენები. რამდენიმე ადმინისტრაციულ ერთეულს ამ დრომდე არ მიეწოდება ელექტროენერგია.
მუნიციპალიტეტის მერი დათო გოგუა, შესაბამის სამსახურებთან ერთად ადგილზე ეცნობა არსებულ ვითარებას და გაწმენდით სამუშაოებში მონაწილეობს.
საჭიროების შემთხვევაში დაგვიკავშირდით ნომერზე: 599856577;