STV
ამბები სვანეთიდან ახალი ამბები დღის ამბები მთავარი ამბები

მესტიის მიმართულებით გზის გარკვეულ მონაკვეთებზე ავტომობილის მოძრაობა დროებით იზღუდება

თოვლის და ზვავსაშიშროების გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის 90-100 – კილომეტრზე (დიზი-ლახამულა) და 185-192 კილომეტრზე (უშგული-ლასდილი) მონაკვეთებზე, დროებით იზღუდება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

„საავტომობილო გზის 30-89 კილომეტრებზე (ჯვარი-დიზი) და 101-184 კილომეტრის მონაკვეთზე (ლახამულა-უშგული) მონაკვეთებზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და M3 კატეგორიის 22-ზე მეტი დასაჯდომი ადგილის (მძღოლის ადგილის გარდა) მქონე მგზავრთა გადასაყვანად განკუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია

საავტომობილო გზის 1-დან 29 კილომეტრამდე (ზუგდიდი-ჯვარი) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია“ – ნათქვამია საქართველოს საავომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მსგავსი სიახლეები

ჯვარში მრავალბინიან კორპუსში ხანძარი გაჩნდა

რედაქტორი

ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართება

რედაქტორი

მგალობლიშვილი: ოკუპირებულ ტერიტორიაზე ჩატარებული ვერანაირი ე.წ. არჩევნები ვერ იქნება სამართლიანი

რედაქტორი