საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ფინანსისტთა ასოციაციამ, ზუგდიდის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო და შესყიდვების სამსახურის უფროსის მოადგილე, მურთაზ ბოკუჩავა, გივი ერქომაიშვილის სახელობის დამსახურებული ფინანსისტის მედლითა და დიპლომით დააჯილდოვა.
მურთაზ ბოკუჩავას პოლიტიკურ და სახელმწიფო ორგანოებში მუშაობის 46 წელზე მეტი, მათ შორის უშუალოდ საფინანსო სამსახურში 15 წელზე მეტი მუშაობის გამოცდილება აქვს.
მუნიციპალიტეტის ყველა საბიუჯეტო ორგანიზაციაში ელექტრონული ინვენტარიზაციის მოდულის ,,eproperty” დანერგვისთვის დიპლომი გადაეცა ზუგდიდის მერიასაც.
ზუგდიდის მერმა მამუკა წოწერიამ, მურთაზ ბოკუჩავას, მიღებული ჯილდო მიულოცა და მუნიციპალიტეტის საკეთილდღეოდ მრავალწლიანი, კეთილსინდისიერი მოღვაწეობისთვის მადლობა გადაუხადა.
