STV
ამბები სამეგრელოდან ახალი ამბები დღის ამბები მთავარი ამბები

დავით ვერავა მუნიციპალიტეტებში შეხვედრებს მართავს

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული დავით ვერავა, სახელმწიფო რწმუნებულის მრჩეველთან დავით გვიშიანთან ერთად მუნიციპალიტეტებში შეხვედრებს მართავს.

ახლად დანიშნული სახელმწიფო რწმუნებული მუნიციპალიტეტებში არსებულ მდგომარეობას ადგილზე დეტალურად ეცნობა, ასევე თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად 2025 წელს განსახორციელებელ ინფრასტრუქტურულ პროექტებს გეგმავს.

„ყველა პროექტი რაც განხორციელდება მუნიციპალიტეტებში უნდა იყოს მაღალ დონეზე შესრულებული და მაქსიმალურად სწრაფად დასრულებული, რათა ჩვენმა მოქალაქეებმა მაქსიმალური კომფორტი მიიღონ. საჭიროა მეტი კომუნიკაციის გაძლიერება მოქალაქეებთან, გადაწყვეტილების მიღების პროცესში მაქსიმალურად მეტი მოქალაქე უნდა იყოს ჩართული. ჩვენი უწყება, მუნიციპალიტეტის თითოეულ წარმომადგენელი მაქსიმალურად უნდა ვიყოთ მოქალაქეებთან კომუნიკაციაში ჩართული რათა დროულად ვიცოდეთ არსებული საჭიროებები და ცენტრალურ ხელისუფლებასთან მჭიდრო კომუნიკაციით უახლოეს ვადებში გადავჭრათ არსებული პრობლემები“ – განაცხადა დავით ვერავამ.

დავით ვერავამ თვითმმართველობის წარმომადგენლებთან შეხვედრები ჩხოროწყუში, მარტვილში, წალენჯიხასა და აბაშაში გამართა. შეხვედრები ხვალ ფოთში, სენაკში, ხობსა და ზუგდიდში გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის პროგრამის ფარგლებში პაციენტებს, მენჯ-ბარძაყის სახსრების იმპლანტებზე თანაგადახდით სარგებლობის შესაძლებლობა ექნებათ

რედაქტორი

Google map-ზე საქართველოს 360 გრადუსიან პანორამული გამოსახულებები დაემატება

რედაქტორი

ეროვნული ბანკი: ინფორმაცია, თითქოს Visa და Mastercard-ის საქმიანობის შეზღუდვა იგეგმება, დეზინფორმაციაა

რედაქტორი