ოკუპირებულ გალში დაღუპულ ბავშვებს ზუგდიდშიც გლოვობენ – აფხაზეთის მე-14 საჯარო სკოლაში, პირველი კლასელი ემილიასა და მეორე კლასელი ანა-მარიას მერხებზე მათი ფოტოები და ყვავილები მიიტანეს.
ანთებულია სანთლებიც, რომლითაც მოსწავლეებისა და მშობლების ნაწილი დაღუპული ბავშვების ხსოვნას პატივს აგებენ.
ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ საბერიოში ხანძრის შედეგად დაღუპულ მოზარდებს დღეს ამავე სოფელში დაკრძალეს.




