STV
ახალი ამბები დღის ამბები მთავარი ამბები პოლიტიკა

„ქართული ოცნება“ პარტიის რიგით მეცხრე ყრილობას მართავს

„ქართული ოცნების“ რიგით მეცხრე ყრილობა სასტუმრო „პარაგრაფ თბილისში“ იმართება. ყრილობაზე მმართველი პარტიის ახალი თავმჯდომარის ვინაობა გახდება ცნობილი.

დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებშია განახლებული პოლიტიკური საბჭოს შემადგენლობის დამტკიცებაც.

პარტიის წესდების შესაბამისად, პოლიტსაბჭოზე შეთანხმებულ თავმჯდომარეობის ახალ კანდიდატს, „ქართული ოცნების“ დელეგატებს საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი წარუდგენს.

როგორც სახელისუფლებო გუნდში აცხადებენ, ახალი თავმჯდომარე, მისი პოლიტიკური საქმიანობიდან გამომდინარე, საზოგადოებისთვის კარგად ნაცნობია. მათივე ცნობით, ყრილობაზე დაიგეგმება შემდგომი ნაბიჯებიც, რაც თვითმმართველობის მოახლოებულ არჩევნებს ეხება.

Banner 1 Banner 2 Banner 3 Banner 4 Banner 5 Banner 6 Banner 7 Banner 8 Banner 9

მსგავსი სიახლეები

ზუგდიდის ოლქის დელეგატი ედიშერ თოლორაია გახდა

რედაქტორი

ზუგდიდის ტექნოპარკმა 2025 წლის ანგარიში წარადგინა

რედაქტორი

დავით კოდუა: მოხდება ანაკლია-განმუხურის საზღვაო კურორტის განვითარება მრავალი მიმართულებით

რედაქტორი