ფოთს 373 პირველკლასელი ჰყავს

დღეს, ფოთის საჯარო და კერძო სკოლებში ახალი სასწავლო წელი დაიწყო.
წელს, სკოლის კარი პირველად ფოთის მუნიციპალიტეტში 373-მა პირველკლასელმა შეაღო.
ფოთის მუნიციპალიტეტის მერია სასკოლო საზოგადოებას ულოცავს ახალი სასწავლო წლის დაწყებას და თითოეულ მოსწავლეს, პედაგოგსა და მშობელს წარმატებულ, ნაყოფიერ და საინტერესო სასწავლო წელს უსურვებს.











