ინგლისის თასი „მანჩესტერ სიტიმ“ მოიგო

ინგლისის თასის გამარჯვებული „მანჩესტერ სიტი“ გახდა. გადამწყვეტ თამაშში ის „მანჩესტერ იუნაიტედს“ დაუპირისპირდა და ანგარიშით 2:1 დაამარცხა.
ანგარიში შეხვედრის მე-12 წამზე ილქაი გიუნდოგანმა გახსნა და „მანჩესტერ სიტი“ დააწინაურა. ეს ინგლისის თასის ფინალების ისტორიაში ყველაზე სწრაფი გოლი იყო.
33-ე წუთზე ბრუნო ფერნანდეშმა ანგარიში პენალტით გაათანაბრა, გადამწყვეტი გოლი კი კვლავ გიუნდოგანმა გაიტანა. „მანჩესტერ სიტი“ ინგლისის თასის მფლობელი მეშვიდედ გახდა.
![პატრიარქის ქადაგება ვლაქერნობაზე [სრულად]](/_next/image?url=https%3A%2F%2Fapi.stv.ge%2Fuploads%2F2026%2F07%2Fimg_5190-1784152507417.jpeg&w=3840&q=75)





