ჩხოროწყუში რეკორდული სიდიდის სულუგუნი დაამზადეს

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში სახალხო დღესასწაული „ჩხოროწყუობა“ აღინიშნება. დღის განმავლობაში ქალაქის ცენტრში მოწყობილი იყო მეგრული ყოფის ამსახველი ეთნოგრაფიული კუთხეები და ხელოვანთა ნამუშევარების გამოფენა-გაყიდვა გაიმართა.
დღესვე, ჩხოროწყუში დამოუკიდებელი საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას ბიუსტი გაიხსნა და
ჩხოროწყუსა და ლიეტუვას ქალაქ მოლეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოეწერა ხელი.
ასევე ერთ-ერთ ეთნოკუთხეში რეკორდული სიდიდის სულუგუნი დაამზადეს, რომელიც 34 კილოს იწონის.
![პატრიარქის ქადაგება ვლაქერნობაზე [სრულად]](/_next/image?url=https%3A%2F%2Fapi.stv.ge%2Fuploads%2F2026%2F07%2Fimg_5190-1784152507417.jpeg&w=3840&q=75)





