“ქართული ოცნების” მიერ საქართველოს დედაქალაქში გამართულ შემაჯამებელ აქციას “ნაციონალური მოძრაობის” წევრები სოციალურ ქსელში ეხმაურებიან. აღნიშნული პოლიტიკური ძალის მხარდამჭრერებს აბულინგებენ და მათი შეფასებისას იყენებენ სიძულვილის ენას.
ამ მხრივ გამორჩეული იყო ზუგდიდის საკრებულოს არჩეული წევრი მაია კალანდია, რომელიც ნიკა გვარამიას პოსტზე ასეთი სახის კომენტარს აქვეყნებს: “რამდენი გასაპატიურებელი გვყავს ქვეყანაში”
აღნიშნულ კომენტარს დიდი გამოხმაურება მოჰყვა სოციალურ ქსელში და მას არაადეკვატურად აფასებენ.
სიძულვილის ენით გაჯერებული და შეურაცხმყოფელი იყო ასევე “ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერისა და ტელეკომპანია “ფორმულას” ერთ-ერთ სახის, მიშა მშვილდაძის სტატუსიც სოციალურ ქსელში, რომელიც მან რამდენიმე წუთში წაშალა.