STV
მთელი კვირა

მთელი კვირა – ახალი რუბრიკა STV-ზე

მთელი კვირა, ეს განახლებული STV-ს ერთ-ერთი ახალი რუბრიკაა. რუბრიკა მთელი კვირის განმავლობაში სხვადასხვა სფეროში მოღვაწე ადამიანების ერთ კვირას წარმოგიდგენთ. ორშაბათიდან-კვირის ჩათვლით საკუთარ ცხოვრებაზე თავად ავტორები მოყვებიან. ახალი რუბრიკა ყოველ ორშაბათს გამოქვეყნდება.

ახალი ამბების სააგენტო STV.ge, რომელიც მედიაბაზარზე ათ წელზე მეტია ოპერირებს მკითხველის წინაშე განახლებული კონცეფციით წარდგება. ახალი ამბების სააგენტო, რომელიც ძირითადად სამეგრელოსა და ოკუპირებულ აფხაზეთში მიმდინარე ამბებზე აწვდის მოქალაქეებს ინფორმაციას, მულტიმედია პროდუქტის გაზრდას გეგმავს. სააგენტო ასევე აქტიურად გააშუქებს სვანეთში განვითარებულ ამბებს.

ამჯამად მიმდინარეობს საინფორმაციო სააგენტოს ვებ-გვერდის მთლიანი განახლება.  ვებ-გვერდი მარტივი და ახალი კონცეფციით ეწყობა. შეიცვალა ლოგო და  ბრენდინგი.

ჩვენი პლატფორმის მთავარი ხაზი მოქალაქეებს მათ სურვილებს, მოსაზრებებს, პრობლემების გადაჭრის გზებს დაეთმობა. მოქალაქეებს თავად შეეძლებათ სპეციალურ პლატფორმაზე პრობლემისა და საჭიროების შესახებ ინფორმაციის მოწოდება და განთავსება.

გარდა ამისა ძლიერდება სოციალურ ქსელებში ჩვენი დომინირება, ჩვენ ახლაც გყავს ჩვენი რეგიონის მასშტაბით სოციალურ მედიაში ყველაზე მეტი გამომწერი, თუმცა მეტი ჩართულობისთვის ვგეგმავთ სხვადასხვა კამპანიებსა და სოც.მედია პროდუქტის გაძლიერებას. ჩვენს გვერდებზე ახალი შეფუთვით დავიწყეთ რილსების კონტენტი, რაც ჩვენს მომხმარებელში დიდი პოპულარობით სარგებლობს.

STV.ge აქტიურად გააშუქებს წინასაარჩევნო პროცესს. ჩვენთვის უმთავრესია მკითხველს შევთავაზოთ ამომწურავი და მიუკერძოებელი ინფორმაცია. ჩვენი გუნდის მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულობა, დაბალანსებული და ობიექტური ინფორმაციის მიწოდება საზოგადოებისთვის.